logo
ENG


პრაისი: საქართველოში თუ სხვაგან, გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით
ნედ პრაისი
18 მაი, 2022 09:17
პრაისი: საქართველოში თუ სხვაგან, გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით
  • 1161ნახვები

ჩვენ საკმაოდ მკაფიო და გულწრფელები ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან დემოკრატიის იმ საფუძვლების უწყვეტი გაძლიერების საჭიროებებზე საუბრისას, რისი ნახვაც გვინდა საქართველოში. ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას მის მისწრაფებებში დემოკრატიული, წარმატებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ.

რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობაზე მთელ მსოფლიოში, გასულ წლებში უამრავი ჟურნალისტი გახდა დაშინებისა და ჩაგვრის მსხვერპლი. მათი მუშობა ჩაახშეს და უამრავი მათგანი ტრაგიკულად იქნა მოკლული. ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან.

აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი. ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა