logo
ENG


კობახიძე: უკრაინა, ფაქტობრივად, 90-იან წლებს უბრუნდება - 45%-იანი ეკონომიკური ვარდნა აქვს
  • 2412ნახვები

მე შეგახსენებთ დღეს რა მდგომარეობაში არის უკრაინა. უკრაინაში რუსული ოკუპაციის არეალი უკვე გაფართოებული არის დაახლოებით 3-4-ჯერ უკვე. ეკონომიკური პროგნოზი: 45%-იანი ვარდნა არის, ფაქტობრივად 90-იან წლებს უბრუნდება დაახლოებით უკრაინა 1 წელიწადში. ჰუმანიტარული: დაახლოებით 12.5 მილიონი უკრაინელი თავის საცხოვრებელში აღარ ცხოვრობს, მათ შორის დაახლოებით 4.5 მილიონი არის ქვეყნიდან გასული. თქვენ წარმოიდგინეთ, დაახლოებით ნახევარი მილიონი ქართველი რომ იყოს ქვეყნიდან გასული ან მილიონზე მეტი რომ არ ცხოვრობდეს თავის საცხოვრებელზე. და პოლიტიკურად არის უაღრესად დამძიმებული ვითარება, ღია ტექსტებით საუბარი იმაზე რომ ნატო აღარ აინტერესებთ და ასე შემდეგ. ეს არის უკრაინის მდგომარეობა.

როდესაც უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ამბობენ რომ იმავე მდგომარეობაში უნდათ საქართველოს ხილვა, აქ ჩვენ ბუნებრივია რეაქცია უნდა გვქონდეს, და ეს რეაქცია, ბუნებრივია, ვერ იქნება პოზიტიური და ვერ იქნება რბილი.

 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოაგდოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა