logo
ENG


ჩეხეთის პრემიერი: საქართველოს გვერდით დგომას გავაგრძელებთ
პეტრ ფიალა
26 მაი, 2022 11:27
ჩეხეთის პრემიერი: საქართველოს გვერდით დგომას გავაგრძელებთ
  • 341ნახვები

გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა თქვენი ქვეყნის დღესასწაულთან - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან - დაკავშირებით.

უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ კონტექსტში, საქართველოს სტაბილურობა და მედეგობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - გადამწყვეტი.

მსურს გარწმუნოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ამ გზაზე საქართველოს გვერდით დგომას. გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება.

ჩეხეთის პრემიერმინისტრი პეტრ ფიალა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა