logo
ENG


პეტკოვი: შემდგომშიც ვითანამშრომლებთ საქართველოს ევროპული არჩევანის რეალობად ქცევის გზაზე
  • 556ნახვები

ბულგარელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ეროვნულ დღესასწაულს. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ ბულგარეთის რესპუბლიკის მზადყოფნა და სურვილი ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების და საერთო ინტერესების ყველა სფეროში ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით.

ბულგარეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან. ამ მხრივ, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ბულგარეთის მთავრობის მზადყოფნა, შემდგომშიც ითანამშრომლოს თქვენთან თქვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალობად ქცევის გზაზე. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

ბულგარეთის პრემიერმინისტრი კირილ პეტკოვი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა