logo
ENG


ზურაბიშვილი: ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა
  • 737ნახვები

უკრაინის ომი შუაგულ ევროპაში გვახსენებს საქართველოს მიერ არაერთხელ ამ საუკუნეში განვლილ ომებს და ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით, რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება, გვევალება ჩვენ უკრაინელი ხალხის ტკივილის არამხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა. ჩვენ ვიცით, სოლიდარობის ფასი და ძალა და ამის ნიშანია ის, რომ ქართული საზოგადოება ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავს ამ სოლიდარობას. ისიც გვესმის კარგად, რომ ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა. მათი სისხლით და ტანჯვით მიღწეული. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა აჩვენებს მსოფლიოს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი.

პატივი მინდა მივაგო უკრაინელ და ქართველ დაღუპულ გმირებს, რამეთუ ესენი, ყველანი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და 26 მაისი სხვა რაა, თუ არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული? ჩვენ ვიცით და არ დავივიწყებთ, რომ უკრაინა დღეს იცავს არამხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას, იცავს ერთიან, ძლიერ თავისუფალ, ევროპულ მომავალს.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა