logo
ENG


პაპუაშვილი: ყველაზე კარგად სწორედ, ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი
  • 892ნახვები

წითელი არმიის შემოჭრამ და დამოუკიდებლობის დაკარგვამ ვერ ჩაახშო ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მისწრაფებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დაიწყო ბრძოლის ახალი ტალღა, რომელიც 26 მაისის თავისუფლების იდეებს ეფუძნებოდა. ამ ბრძოლაში ხალხს, ძალას განსაკუთრებით, რწმენა და პროგრესული ღირებულებები აძლევდა, რომლებიც ოდიდგანვე საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებდა საქართველოს მოსახლეობას და მას ევროპულ სამყაროსთან აკავშირებდა. ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით დღეს, ყველაზე კარგად სწორედ, ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. 

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა