logo
ENG


ბერძენიშვილი: თუ EU კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემს, რაც გვაქვს იმასაც ვკარგავთ
  • 737ნახვები

მე არ მჯერა, რომ საქართველო რამე სტატუსს მიიღებს და ვინმე ამას ხელს აუწევს, როცა მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ციხეში სხედან. ეს წარმოუდგენელი მგონია, იმიტომ რომ ჩვენს მმართველ პარტიას არც EPP-ს, არც Alde-ს და არც სოციალისტური პარტიის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს ღირს, ამ ტიპის დათმობისთვის ისინი მზად უნდა იყვნენ.

ეს არაა ხანგრძლივი ამბავი ეს 2-3 კვირის ამბავია. ეს ახლა წყდება და ვიღაცის თავში რაღაც პასუხები უკვე არსებობს. თუ რაღაც კატასტროფას ამზადებენ, ანუ ამზადებენ, რომ არ გვინდა ბატონო თქვენი ევროპა, თუ ასეთ რამეს აპირებენ, მე მგონია, უნდა ვთქვათ, რომ აფერუმ მაგათ ვაჟკაცობას თუ ჰგონიათ, რომ ამის მერე ხელისუფლებას შეინარჩუნებენ. ეს ძნელი წარმოსადგენია.

არც უკრაინას უნდოდა მეიდანი, არ იყო მეიდანი მომზადებული არანაირად, უბრალოდ 1 წამში წარმოიშვა, როგორც კი ევროპული პერსპექტივა თავზე გადაახიეს. თუ ამას [კანდიდატის სტატუსს] არ გვაძლევენ ახლა, ჩვენ იმას კი არ ვკარგავთ, რომ არ გავხდით კანდიდატი, რაც გვაქვს იმასაც ვკარგავთ, ვიზა ლიბერალიზაციასაც და ასოცირების ხელშეკრულებასაც.

განაცხადა პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში პოლიტმეტრი.



ასევე ნახეთ
close დახურვა