logo
ENG


სამადაშვილი დარჩიაშვილს: ევროპაში სურთ ამ მთავრობის პირობებში მოგვცენ კანდიდატის სტატუსი?
  • 900ნახვები

დიდი ინტერესით ველოდებოდი დღეს თქვენს გამოსვლას ბატონო მინისტრო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ახალი დანიშნული ბრძანდებით ამ პოსტზე და ვფიქრობ, რომ ალბათ ყველანი გაოცებული დავრჩით. როგორც ჩანს, არ შეიძლებოდა, უფრო უარეს დროს ჩვენი ქვეყნისთვის ჰყოლოდა ქვეყანას მსგავსად არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება დღეს საგარეო ასპარეზზე. ვერ მოვისმინეთ თქვენგან არათუ ვერცერთ კითხვაზე პასუხი, არამედ ვერ მოვისმინეთ საერთოდ ვერანაირი ნიშანი რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენს განაცხადთან დაკავშირებით.

სამწუხაროა, რომ კიდევ არ გექნებათ ჩემს შეკითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა, მაგრამ მე მაქვს მარტივი შეკითხვა, ჩვენ რომ გვაქვს სურვილი ევროკავშირში გავწევრიანდეთ, გასაგებია, მაგრამ ევროპაში ვინმეს აქვს სურვილი თქვენი ხელისუფლების პირობებში, რომ მოგვცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?

ასე მიმართა ლელოს წევრმა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა