logo
ENG


ზელენსკი: უკრაინამ დაამსხვრია მითი რუსეთის არმიის არაჩვეულებრივი ძალის შესახებ
  • 655ნახვები

უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც დაამსხვრია მითი რუსეთის არმიის არაჩვეულებრივი ძალის შესახებ. არმიისა, რომელიც, მიიჩნეოდა, რომ სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყნის დაპყრობას რამდენიმე დღეში შეძლებდა. მაგრამ უკრაინა არის ქვეყანა, სადაც რუსული არმია აგრძელებს ომს, რომლის დასრულებაც არ სურს. ახლა რუსეთი ცდილობს, მთელი ქვეყნის ოკუპირება მოახდინოს. მაგრამ ჩვენ თავს საკმარისად ძლიერებად ვთვლით და უკრაინის მომავალზე ვფიქრობთ, რომელიც ღია არის და იქნება მსოფლიოსთვის.

გასული წლის სექტემბრიდან მაისამდე ჩვენმა საზოგადოებამ იმდენი რამ გადაიტანა, რის გადატანსაც სხვა ერს არ ვუსურვებდი. და ჩვენ კვლავ გვაქვს გზა გასავლელი მაისიდან, ვთქვათ, შემდეგ სექტემბრამდე. 

ვიცი, რომ ეს გზა ძალიან ძნელი იქნება, ძალიან მტკივნეული. ეს იქნება გზა, სადაც ახალგაზრდები არ ნახავენ უნივერსიტეტის პროფესორებს ან მეგობრებს მშვიდობიანი ცხოვრებიდან, როგორც ამას თქვენ აკეთებთ.მაგრამ ისიც ვიცი, რომ უკრაინისთვის ამ გზაზე აუცილებლად იქნება ეტაპი, სადაც მშვიდობა დაიწყება.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტენფორდის სტუდენტებთან ლაპარაკისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა