logo
ENG


კობახიძე: უკრაინა დემარშის მდგომარეობაშია - პრემიერის ვიზიტი დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული
  • 1222ნახვები

რატომ არ ჩადის მაგალითად ევროკავშირის წევრი უამრავი ქვეყნის პრემიერი [უკრაინაში]? ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენს შემთხვევაში არის ერთი კონკრეტული მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის, რაც ხელს უშლის პრემიერის შესაძლო ვიზიტს, ეს არის ის ფაქტი, რომ ელჩი თანამდებობიდან იქნა ჯერ გაწვეული ე.წ. კონსულტაციებზე, შემდეგ საერთოდ გათავისუფლებული, თუმცა აქტი, როგორც ვიცი, არც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად უკრაინის ხელისუფლება დღემდე არის საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაში, ასეთ დროს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში არის გარკვეულ დაბრკოლებებთან დაკავშირებული.

ამბობს იმედთან ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ჩადის პრემიერი უკრაინაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა