logo
ENG


ტრასი: ამ ომს აქვს გავლენა მსოფლიოს მშვიდობაზე, განვითარებასა და საკვების უსაფრთხოებაზე
ლიზ ტრასი
03 ივნ, 2022 16:46
ტრასი: ამ ომს აქვს გავლენა მსოფლიოს მშვიდობაზე, განვითარებასა და საკვების უსაფრთხოებაზე
  • 842ნახვები

დღეს 100 დღე გავიდა, რაც პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი და არალეგალური ომი დაიწყო. ის ელოდა, რომ შეჭრა რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, მაგრამ არასათანადოდ შეაფასა მამაცი უკრაინელების სიმტკიცე, ვინც გმირულად იცავდა თავის ქვეყანას.

პუტინის შეჭრამ მოიტანა იმ მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა ევროპაში, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ამ ომს აქვს უდიდესი შედეგები მსოფლიო მშვიდობაზე, განვითარებასა და საკვების უსაფრთხოებაზე. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია.  

დღეს არის მომენტი, რომ იმ ათასობით უდანაშაულო ადამიანს პატივი მივაგოთ, ვინც შეჭრის დაწყებიდან დაიღუპა და ხელახლა დავადასტუროთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინელების გმირული თავდაცვისადმი, რათა დავრწმუნდეთ რომ პუტინი დამარცხება.

ტვიტერზე წერს ბრიტანეთის საგარეო მდივანი ლიზ ტრასი. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა