logo
ENG


წულუკიანი: ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, უკვე ძალიან შორს მიდიან
  • 1437ნახვები

ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, უკვე ძალიან შორს მიდიან. ისინი რეალურად პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ისინი ამ განცხადებით უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ბატონ კუბილიუსს და მეორე ქალბატონს საერთოდ როგორც ჩანს არ აინტერესებთ ვინ არის ქართველი ხალხი და რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ამ შემთხვევაში ჩემი მოსაზრება კი არ არის საინტერესო იმდენად, რამდენადაც ქართველების აზრი. აქ ბრძანდებიან ქართველები და მას ჰკითხეთ, კარგია თუ არა, როდესაც კუბილიუსი გვასწავლის ჭკუას, ვინ ავირჩიოთ ხელისუფლებაში. მისთვის ამის უფლება არავის მიუცია.

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპარლამენტარების რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილს ეხმაურება.



ასევე ნახეთ
close დახურვა