logo
ENG


წერეთელი: ყველასთვის ნათელია, რომ ევროინტეგრაციის მთავარი შემაფერხებელი ოცნებაა
  • 1054ნახვები

ევროპარლამენტში განხილვა იყო ძალიან მძიმე მოსასმენი, ასეთი კრიტიკული გამოსვლები ევროინტეგრაციის ასეთ კრიტიკულ მომენტში, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავრწმუნდით, საქართველოს საზოგადოება დარწმუნდა, რომ ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს ჩვენს ქვეყანას და იმ გზას, რომელიც გვინდა რომ გავიაროთ ევროპისკენ, აქვს მხარდაჭერა.

ამავე დროს, ასევე დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ნათელია, რომ მთავარი შემაფერხებელი ამ გზაზე არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მისი პოლიტიკა, განსაკუთრებით ეს ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და აქ ნათელი მაგალითები იყო, ყველაზე მწვავე ნიკა გვარამიასა და მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, ზოგადად ის ძალადობა, პოლარიზაცია, მედიაზე ზეწოლა, დევნა და ა.შ, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან.

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა გიგი წერეთელმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა