logo
ENG


ვაშაძე: ეს რეზოლუცია გზავნილია ქართველებისთვის - ამ კატასტროფულ ვითარებას პასუხი უნდა გავცეთ
  • 321ნახვები

ეს რეზოლუცია პირველ რიგში გზავნილია ქართველი ხალხისთვის. ახლა, ისე, როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება დაფიქრება. უნდა დავფიქრდეთ და ამ კატასტროფულ ვითარებას პასუხი უნდა გავცეთ. ქართულმა ოცნებამ ჩვენ წაგვართვა სახელმწიფო. ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა მიიტაცეს ხელისუფლება. ქართული ოცნება გვართმევს ევროპულ პერსპექტივას. ისევე როგორც ახლოსაა კანდიდატის სტატუსი, მეორე მხრივ ასევე ახლოსაა, რომ დავკარგოთ ისიც, რაც მოპოვებული გვაქვს: ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა[...]

თითოეულ თქვენგანზე არის პასუხისმგებლობა. ჩვენ ოპოზიცია ყველაფერს გავაკეთებთ. ALDE-ს რეზოლუციაც მივიღეთ, 7-პუნქტიანი გეგმაც გადავეცით, კიდევ მივდივართ ბრიუსელში და არ დავიშურებთ არაფერს იმისთვის, რომ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გავუშვათ, მაგრამ თუ თქვენ, ქართველმა ხალხმა პასუხი არ გაეცით ქართულ ოცნებას და თქვენ თვითონ თქვენს თავში ძალა არ იპოვეთ, რომ ამ ადამიანებმა გაიგონ და შეიგნონ, რომ არ შეიძლება სამშობლო წაგვართვან და საქართველო ასცდეს ამ ევროპულ პერსპექტივას, ისე არაფერი არ შეიცვლება.

ივანიშვილის სანქციების მიუხედავად თავის ლუკმა პურს იშოვის, მაგრამ მშიერი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი საქართველო.

განაცხადა პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა