logo
ENG


ოხანაშვილი პრეზიდენტზე: უპასუხისმგებლო ნათქვამია, თურმე მასზე გადის ზღვარი ევროინტეგრაციაზე
  • 552ნახვები

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფოს მეთაურობა არ ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელობას და არ ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრობას. საგარეო კურსზე არის პასუხისმგებელი მთავრობა და მათ აქვთ განსაზღვრული მიმართულებები თუ რას აკეთებენ, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის პროცესში. ქალბატონ პრეზიდენტს თუ სურს რომ შევახსენოთ, მაშინ შევახსენებთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, მმართველმა პარტიამ შეძლო ვიზალიბერალიზაცია, შეძლო თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან. ასოცირების დღის წესრიგი შექმნა ქართულმა ოცნებამ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ფაქტები.

ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, რომ ძალიან დამაზიანებელია, და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როდესაც ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის სახელმწიფო მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, მაშინ როცა ფაქტები მეტყველებს სხვა რამეზე. ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა ჩაიხედოს, ან ურჩიონ, რომ ჩაიხედოს, ევროკავშირის ანგარიშში, რომ საქართველო არის ლიდერი იმ ტრიოს შორის, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციასთან დაახლოება.

 

განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა