logo
ENG


სამხარაძე: რეზოლუცია "ჰაი-ჰარადაა" დაწერილი, 308-დან 250-ს, შეიძლება, წაკითხულიც არ ჰქონდა
  • 1104ნახვები

ეს რეზოლუცია არის, როგორც იტყვიან, ჰაი-ჰარად დაწერილი რეზოლუცია. თუ [თვალს] გადავავლებთ ამ ტექსტს, ვნახავთ, რომ ამ ტექსტში ძირითადად არის ის საკითხები, რომლებიც, სავარაუდოდ ჩვენი ოპონენტი პარტიების მხრიდან მიწოდებული იყო საკუთარი მეგობარი პარტიებისთვის. აქ ვიტყვი, რომ ალბათ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიწოდებულ ინფორმაციასაც დაეყრდნნენ ევროპარლამენტარები. თუმცა იმ ტექსტში იმდენი ფაქტობრივი უზუსტობა და იმდენი შეცდომაა, ტექსტიდანვე ჩანს, რომ ზერელე დამოკიდებულებაა ამ რეზოლუციის მიმართ[...]

ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო. ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, ის შედგება სხვადასხვა პარტიებისგან. შესაბამისად, იქაც პარტიული ხაზები და კუთვნილება ბევრ რამეს წყვეტს. ზოგადად, პარლამენტში ბევრი ისეთი დეპუტატი შეიძლება იყოს, რომელიც, ასე ვთქვათ, პარტიული გადაწყვეტილებით აძლევს ხმას ამა თუ იმ რეზოლუციას. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ 308 კაცზე, რომელმაც ხმა მისცა ამ რეზოლუციას, იმ 308 კაციდან, შეიძლება, 250-ს საერთოდ წაკითხულიც არ ჰქონდა ეს რეზოლუცია, მაგრამ რადგან მათი პარტიის წევრების მხრიდან იყო ინიცირებული, აქედან გამომდინარე, მათ ხმა მისცეს.

ეს მარტო ევროპარლამენტში კი არა, ყველა პარლამენტში ასე ხდება, არ არის აუცილებელი ყველა დეპუტატმა ყველა რეზოლუცია იკითხოს. კონკრეტული ადამიანები, პასუხისმგებელი პირები არიან გამოყოფილი და ისინი რასაც, ასე ვთქვათ, ურჩევენ თავიანთ კოლეგებს, ისე აკეთებენ.

ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა ქართული ოცნების წევრმა და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე .



ასევე ნახეთ
close დახურვა