logo
ENG


ჯაფარიძე: უყურებ მოლდოვა-უკრაინის მუშაობას, აქ კი მინისტრი ლოკოკინებს დასდევს, ჩანს განწყობა
  • 1115ნახვები

ბევრი საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ [ევროპარლამენტარების] უმეტესობა საბოლოო ჯამში, როცა რაღაც არგუმენტებს ეუბნები, ამ არგუმენტებზე მოგვყვებიან და ეს არგუმენტები მუშაობს, უბრალოდ ამას სჭირდება მუშაობა. ეს არ შეიძლება მარტო მე ვაკეთო, ან გიორგი ვაშაძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც სადღაც-სადღაც დადიან და ვიღაცებს ელაპარაკებიან.

ხელისუფლების საკეთებია ეს პირველ რიგში და ხელისუფლება, ვისაც ეს პირველ რიგში ევალება, ის წილკანში ლოკოკინების გადამამუშავებელ ქარხანას ხსნის, როცა 1 კვირაში ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი წყდება ქვეყნისთვის. კარლ ჰარცელი რომ ხარ, ევროკავშირის ელჩი და ამას უყურებ ან ევროპის დედაქალაქიდან რომ უყურებ მოლდოველები როგორ მუშაობენ შენთან და უკრაინელები როგორ მუშაობენ და აგერ საქართველოში ვიღაც ლოკოკინებს დასდევს, ხომ ხედავენ, რამდენად სერიოზულია განწყობა. 

ამბობს ფორმულას ეთერში გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. გუშინ, 15 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წილკანში ლოკოკინების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას დაესწრო.



ასევე ნახეთ
close დახურვა