logo
ENG


კობახიძე ოლიგარქიაზე: ბიძინა ივანიშვილი არაა ნაგულისხმები, ის ფილანთროპია
  • 949ნახვები

ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ რომ  დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მან თავის ნებით გააკეთა ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში.

კეზერაშვილი - მეორე ოლიგარქი. მასზეც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და, რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იყოს მიყვანილი ბოლომდე. ყველა საკითხს შევეხებით. ბუნებრივია, ოლიგარქების დასრულება არის, ბუნებრივია არის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.

რა თქმა უნდა ვერავითარი ფაქტითა და არგუმენტით ვერ იქნებოდა [ივანიშვილი] ნაგულისხმები და ბუნებრივია, არც არის ნაგულისხმები. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი თავისი კონკრეტული წარსულით და გარდა ბიზნესმენისა ის არის ფილანთროპი და ქველმოქმედი და გარდა ამისა 2012 წელს მან დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება აქ საუბარი ბიძინა ივანიშვილზე. თუმცა იმ ადამიანებზე, ვინც ძარცვეს ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ.

 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ევროკომისიის დასკვნაზე.

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რაც ევროკომისიამ საქართველოსადმი გასცა დეოლიგარქიზაციაა. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა