logo
ENG


ხელაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე: გადავხედე 3-ვე ქვეყნის სიას, ჩვენი უფრო მარტივია
  • 1227ნახვები

როდესაც გადავხედე სამივე ქვეყნის მოთხოვნებს, საქართველოს სია ყველაზე გრძელია, იმავდროულად საქართველოს სია არის ყველაზე უფრო მარტივი და ადვილად შესასრულებელი დანარჩენი ორთან შედარებით...

უკრაინის მიმართ წაყენებულია კორუფციასთან ბრძოლა, ჩვენთან საუბარია ცალკეული ინსტიტუტის გაძლიერებაზე, მათთან საუბარია მთლიანად ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე. სასამართლო რეფორმა სამივე ქვეყანას აქვს წაყენებული. შესაბამისად იმისა, რომ მათი პირობების სია გაცილებით მოკლეა, საქართველოს სია არის გაცილებით ადვილად შესასრულებელი, თუკი პოლიტიკური ნება იქნება როგორც მთავრობის ისე ოპოზიციის, რადგან ეს მოითხოვს ოპოზიციასთან თანამშრომლობასაც. ამიტომ ვიყავით ჩვენ ასე დარწმუნებულები, რომ საქართველოს კანდიდატობაზე უარს ვერ ეტყოდნენ, ვინაიდან პირობების ჩამონათვალის ზედაპირული წაკითხვაც მოწმობს, რომ საქართველო ბევრად უფრო ახლოსაა კანდიდატობასთან

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა გიორგი ხელაშვილმა იმედის ეთერში. 

 

 

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა