logo
ENG


ღარიბაშვილი: უკრაინას სტატუსი მისცეს იმიტომ, რომ არის ომში, მოლდოვა მძიმე მდგომარეობაშია
  • 558ნახვები

ანუ რეალურად, სტატუს აძლევენ ავანსად, ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც, რომელიც არის ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ამავდროულად, მათაც მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენ შემთხვევაში არის პირიქით, ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც არის დადებული, რეფორმები განვახორციელოთ, და რა თქმა უნდა, საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი.

 

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითიც ევროკომისიის დასკვნას გამოეხმაურა. ევროკომისიამ, 17 ივნისს მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა