logo
ENG


ფოტიგა სტატუსზე: ვფიქრობ, საბჭო რეკომენდაციების შესრულებისკენ უფრო გადაიხრება
ანა ფოტიგა
22 ივნ, 2022 12:51
ფოტიგა სტატუსზე: ვფიქრობ, საბჭო რეკომენდაციების შესრულებისკენ უფრო გადაიხრება
  • 584ნახვები

პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. მიმდინარეობს დიპლომატიური ქმედებები, თუმცა ვფიქრობ, რომ საბჭო უფრო გადაიხრება ამ რეკომენდაციების შესრულებისკენ. მათ ყურადღებით გავეცანი, განსაკუთრებით კი საქართველოს გამო. გარკვეული პერიოდის წინ, ჩემი შეშფოთების მიუხედავად, შევეცადე ბიძგი მიმეცა საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული იქნას შესაძლებლობების ეს ფანჯარა. უნდა ვაღიარო, რომ ეს რეკომენდაციები ევროპული ენის ცოდნიდან გამომდინარე, ზოგადად, პოზიტიურია საქართველოსთვის და ფანჯარას ღიას ტოვებს. საერთო ჯამში, დამოკიდებულება პოზიტიურია. არსებობს ნათლად ჩამოყალიბებული პირობები საქართველოსთვის.

ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა. 24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა