logo
ENG


ყაველაშვილი: სპორტსმენები დიდი ხანია, ევროკავშირში ვართ
  • 770ნახვები

საყვედურიც უნდა გითხრათ, ბატონო ირაკლი. ესენი [ოპოზიცია] არიან ლუზერები. მე სპორტსმენი ვარ და ვიცი, როცა ადამიანი სპორტში ლუზერია, წარმატებას ვერ იტანს, გამორიცხულია, რომ აიტანოს. ადამიანს სპორტში ასე ვაფასებდი, რომ პირველ რიგში, დამარცხება უნდა იცოდე, ღირსება უნდა შეინარჩუნო და გამარჯვებულს უნდა მიულოცო და შეგეძლოს ამის აღიარება. მაგრამ ამათთვის შეუძლებელია და საყვედური, შეუძლებელია, ალბათ რამე გავაგებინოთ. 

სპორტის თვალსაზრისით მინდა, გითხრათ, რომ ასეთი მხარდაჭერა აქვს სპორტს და დღე არ გავა, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა მაღალ შედეგს არ მიაღწიონ და გახარებულები ვართ სუყველა. ევროპაზე გვაქვს საუბარი და 2 უდიდესი ტურნირი უნდა ჩატარდეს. სპორტსმენები უკვე დიდი ხანია, ევროკავშირში ვართ. ევრობასკეტი იქნება და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა, ასევე 21 წლამდე საფეხბურთო გუნდი პირველად იღებს მონაწილეობას და ამისთვის დიდი მადლობა. 

მიმართა ქართული ოცნების წევრმა, ყოფილმა ფეხბურთელმა, მიხეილ ყაველაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა