logo
ENG


მიშელი: საბჭო მზადაა, საქართველოს სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება
შარლ მიშელი
23 ივნ, 2022 22:37
მიშელი: საბჭო მზადაა, საქართველოს სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება
  • 411ნახვები

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში:  საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

 

წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რომლებსაც ევროკომისია საქართველოს მიმართ თავის დასკვნაში გასცემს და რის შესრულების შემდეგაც აცხადებს, რომ საქართველოს შესაძლოა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა