ჩვენ გვინდა საჯაროდ განვაცხადოთ, გვაქვს მზაობა, ყოველთვის გვქონდა მზაობა იმას, რომ გარკვეულ თამაშის წესებზე, იმ რაღაც მინიმალურ სტანდარტზე შევთანხმდეთ ჩვენს ოპოზიციასთან, როგორიც არ უნდა იყოს ის, მოგვწონს თუ არა. თუ ეს წესები არ შეთანხმდა და მათი პოლიტიკა მიზანმიმართული იქნება იმაზე, რომ როგორ არიონ და დაანგრიონ ქვეყანა და გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რა თქმა უნდა ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მათ შორის, მზად ვართ, რომ დიახაც, მათ მიერ მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებშიც ვიაროთ, მოგცეთ ინტერვიუები, გაიმართოს საქმიანი და შინაარსიანი დებატები და არა შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და ჩხუბი.
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.