logo
ENG


დეგნანი: ვადასტურებთ ჩვენს რწმენას, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები
კელი დეგნანი
30 ივნ, 2022 15:06
დეგნანი: ვადასტურებთ ჩვენს რწმენას, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები
  • 921ნახვები

ბაიდენის ადმინისტრაციამ ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში ჩასვა. ყოველდღე აქ, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მთავრობებთან და ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ყველასთვის თანასწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად. პლურალისტური დემოკრატიის ნამდვილი ტესტი არის უმცირესობებისა თუ სხვა მხრივ საზოგადოებისგან გარიყულთა უფლებების დაცვა.

შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემით და ღირსეულად. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ მათ. პატივს მივაგებთ რა გამძლეობას ლგბტქი+ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვიან ავთენტური და თავისუფალი ცხოვრებისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს რწმენას, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები.

თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისი პრაიდის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა