logo
ENG


წერეთელი ოხანაშვილზე: თვეების წინ ლაშქარავა რომ გარდაიცვალა, პასუხს ვთხოვდი, ამას ვაბრალებ
  • 1183ნახვები

ირაკლი შოთაძე ახლოს იყო ვესაუბრებოდი მას, მივესალმე და ვუთხარი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, 2 სხვადასხვა კუნძულზე ვართ, მაგრამ ძალიან რთული პერიოდი აქვს ქვეყანას და ცუდი რამე არ ქნათ, ან 3 ივლისს ან მერე, რომ ჩაჰყვეთ საფლავში. მისმენდა, მერე მადლობა გადავუხადე რომ მომისმინა და წამოვედი და გულწრფელად ვამბობ, კარგი შთაბეჭდილება დამრჩა ამ ადამიანზე.

ბევრი პარლამენტარი, გია ვოლსკი ვნახე, მივესალმე ხელი ჩამოვართვი... იგივე ანრი ოხანაშვილიც კი ვნახე და ხელი ჩამოვართვი. იგივე ვუთხარი [ანრი ოხანაშვილსაც]. აი, რა უნდა მეთქვა ისეთი ანრი ოხანაშვილისთვის ისეთი, რომ 5 დეპუტატი მოსულიყო ამერიკის საელჩოში და ფიზიკურად დაეწყო გასწორება... მე ჩემი მოსაზრება მაქვს, მას პარლამენტის ინციდენტი, რომ იყო თუ გახსოვთ რამდენიმე თვის უკან, ალბათ იქიდან ჰქონდა გულში რამე ჩადებული და რა ვიცი, მე ამას ვაბრალებ.

პარლამენტის ინციდენტი იყო რამდენიმე თვის უკან, ლექსო ლაშქარავა რომ გარდაიცვალა მაშინ რომ მივედი და ადამიანებს პასუხს ვთხოვდი, მაშინ გვქონდა შეკამათება და ახლა რატომ გადაწყვიტა ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ყველა იქ რომ იყო ძმაკაცებთან ერთად მოხვიდე და ფიზიკურად გასწორება დაიწყო.

 

განაცხადა ტვ პირველის მფლობელმა, ვატო წერეთელმა ფორმულას ეთერში. 

დღეს აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული ოცნების დეპუტატები ვატო წერეთელს თავს დაესხნენ.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა