logo
ENG


ზარქუა წერეთელზე: ამბობს რომ ვაგინებდი, საგინებლები კი არიან ასეთები - იქ მოცემულობა არ იყო
  • 835ნახვები

პროვოკაცია მოუწყო ანრი ოხანაშვილს. მიეჭრა, შეურაცხყოფები აყენა და შესაბამისად ამ პროვოკაციას მოყვა ადეკვატური პასუხი. მივიდა და ჰკითხა [ანრი ოხანაშვილმა] რატომ მაყენებ შეურაცხყოფასო. ამ პროცესში მოხდა შეხლა-შემოხლა ერთმანეთში და ჩვენ, იქ ვინც ვიდექით, გავაშველეთ. როგორი უტიფრობაა, არაფერში არ წერია არც ვაჟკაცობაში, არც კაცობაში, ჩხუბი იყო ჰო, შეურაცხყოფა მიაყენა, ხომ იცის არა თვითონ, ჰო იცის არა და ეს კამერები თუ ამოვა ეს ჰო გამოჩნდება...

მივიდა შეურაცხყოფა მიაყენა, ამის შემდეგ ეკითხება, რატომ, რის გამო და ამას მოყვა შემდეგ ჩხუბი და ჩვენ გავაშველეთ. ამის მერე იძახის, რომ 4 თავს დამესხა, თურმე ვაგინებდი. საგინებლები კი არიან ეს ადამიანები, ვინც ამას სჩადიან და პროვოკატორობენ, მაგრამ იქ არც ამის აუცილებლობა იყო, არც მოცემულობა იმიტომ რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდით. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამიტომაც ვიყავით მთელი გუნდით იქ წარმოდგენილი.

მანამდე იქ დადიოდა 1, მეორე, მესამე მავნებელი მაგრამ ხმა არ ამოუღიათ, პირიქით მივესალმეთ ბევრს. მანამდე თვითონაც ამბობს, რომ ოხანაშვილი ნახა და არანაირი პრობლემა არ იყო, მაგრამ შემდეგ რომ მივიდა და აი ასეთი პროვოკაცია მოუწყო ამაზე მიიღო პასუხი. და ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, როდესაც მოაწყობთ პროვოკაციას მიიღებთ პასუხს, მეტი არაფერი!

აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ტვ პირველის მფლობელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. 



ასევე ნახეთ
close დახურვა