logo
ENG


ოხანაშვილი წერეთელზე: ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები მითხრა, რასაც მე ვერ გავიმეორებ
  • 1181ნახვები

ჩემთვის მოულოდენელად მოვიდა ეს ადამიანი, წერეთელი, რომელმაც მთხოვა, რომ მეგობრულად რაღაცის თქმა სურდა მას ჩემთვის და იქნებ მას გვერდით მისცემოდა საშუალება, რომ ეს ეთქვა. როდესაც მე მას ვუთხარი, კიბატონო და ვუსმენდი, რისი თქმაც სურდა, ის მომიახლოვდა და ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები თქვა, რასაც მე არ და ვერ ვიტყვი, არ გავიმეორებ მე ამას. ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია და მაშინვე, მყისიერად ის გაეცალა იქაურობას სწრაფი ნაბიჯით და პრაქტიკულად ეს იყო წარმოუდგენელი რამ. წარმოუდგენელი, ვერც გავაცნობიერე თუ რასთან მქონდა საქმე. თუმცა ფაქტი ის იყო, რომ მან უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო.

შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მქონდა ინტერესი და სურვილი, რომ მისთვის მეკითხა თუ როგორ გაბედა მან ეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ღონისძიებაზე და როგორ გაბედა ადამიანის მიმართ, რომელსაც არც იცნობს პერსონალურად. მე არავითარი შეხება მასთან არ მქონია არასდროს, ასე პერსონალური. რამდენიმე წუთში ის დავინახე, რა დროსაც მე მასთან მივედი და ვკითხე თუ რატომ იკადრა ეს და როგორ გაბედა ასეთი უბინძურესი პროვოკაცია. რა დროსაც გააგრძელა კიდევ შესაბამისი საუბარი, რასაც ჩემი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, ადეკვატური პასუხი, თუმცა, არა ისეთი ბინძური საუბარი, რაც მან განახორციელა. ამ დროს მოხდა მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

 

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა. დღეს აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული ოცნების დეპუტატები ვატო წერეთელს თავს დაესხნენ.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა