logo
ENG


სამადაშვილი: საელჩოს ტერიტორიაზე ძალადობაში მონაწილე პარლამენტარი მანდატს უნდა ტოვებდეს
  • 989ნახვები

გამაოგნებელია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა მოაწყვეს ჯგუფური თავდასხმა დამოუკიდებელი მედიის მენეჯერზე. ვფიქრობ, ეს არის სამარცხვინო და ცხადია, ნორმალურ პოლიტიკურ ძალას ადეკვატური რეაგირება ექნებოდა ამაზე. პარლამენტის წევრი, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნის საელჩოს ტერიტორიაზე ფიზიკურ ძალადობაში იღებს მონაწილეობას, ჩემი აზრით, უნდა ტოვებდეს პარლამენტის წევრის მანდატს.

ამბობს ლელოს წევრი სალომე სამადაშვილი. გუშინ ტვ პირველის დამფუძნებელ ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოში მიღებაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა