logo
ENG


პაპუაშვილი: როცა მოწვეულია ძალადობით ცნობილი წერეთელი, მნიშვნელოვანია არ იყოს პროვოკაცია
  • 1075ნახვები

ეს დღე იყო არა მხოლოდ აშშ-თვის, ჩვენ ასევე 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის დღეს აღვნიშნავდით და რა თქმა უნდა, ამ მხრივ, რომ ჩრდილი მიადგა პროვოკაციით ამ დღეს, ესეც სამწუხაროა. მესმის ორგანიზატორების, მათი პასუხისმგებლობა არის, რომ მშვიდი გარემო იყოს სტუმრებისთვის. როდესაც მოწვეულთა შორის არის და რომელიც ვერბალური და ფიზიკური ძალადობით არის ცნობილი, ვახტანგ წერეთელს ვგულისხმობ, ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტში სწორედ ძალადობით შემოგვივარდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ადამიანი არის ღონისძიებაზე, მნიშვნელოვანი, წინასწარ მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები და იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევები აღარ იქნება

 

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. აშშ-ის საელჩოში მიღებაზე ქართული ოცნების დეპუტატები ვატო წერეთელს თავს დაესხნენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა