იქ ვიყავი, თუმცა ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ. რა თქმა უნდა ეს მიუღებელია აბსოლუტურად. როგორც არც უნდა იყოს, სიტუაცია ვერ მოგვარდება შეურაცხყოფით, ვერ მოგვარდება ძალადობით, და ეს არის ის შეტყობინება, რომელიც გადაეცემა საზოგადოებას და შემდგომ აუცილებლად გავრცელდება სხვადასხვა სიტუაციებშიც საკმაოდ ნეგატიურად. ეს ფაქტობრივად არის ძალადობის და ურთიერთსიძულვილის წახალისება. იმედი მაქვს, რომ ეს განიხილება ყველა პარტიის ჩართულობით და დამნაშავე მხარე ბოდიშს მოიხდის. ან ორივე მხარე, მე არ ვიცი საიდან წამოვიდა პროვოკაცია. მაგრამ პოლიტიკოსებს ნამდვილად აქვთ თმენის ვალდებულება
განაცხადა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ ფორმულას ეთერში. აშშ-ის საელჩოში მიღებაზე ქართული ოცნების დეპუტატები ვატო წერეთელს თავს დაესხნენ.