მოლდოვის ახალმა მთავრობამ, ახალმა პრეზიდენტმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, გაიარა რთული და სიღრმისეული რეფორმების გზა და ამით გამოიკვეთა პროევროპული ტენდენცია. საქართველოში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც უკან არის გადადგმული - არა ევროკავშირის მიმართულებით, არამედ ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ. ზოგჯერ ასეთი ნაბიჯები დაფიქსირდა საქართველოში, რაც არამხოლოდ აფერხებს პროცესს, არამედ უკანაც მიჰყავს. სწორედ ეს უნდა მოგვარდეს ამ 6 თვის განმავლობაში. ცალსახად უნდა გაიაზროს მთავრობამ და ოპოზიციამ, რისი გაკეთება სურს. ევროკავშირისთვისაც სწორედ ეს არის მოლოდინი - არამხოლოდ გეგმის წარდგენა, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას წლის ბოლომდე. იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდება ერთი მიზნის გარშემო
განაცხადა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ ფორმულას ეთერში.