ისევ იმ აზრზე ვარ [პარლამენტში ფორტეპიანოს დადგმის ინიციატივაზე]. რაც უფრო მეტი ვიარე პარლამენტებში, მივხვდი, რომ კარგად დამისვამს ეს საკითხი და ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ერთი ნორმალური ინსტრუმენტი გვეღირსოს აქაც და ძალიან ღია და დემოკრატიული პარლამენტის ფარგლებში კიდევ ძალიან კარგი, სასიამოვნო, დემოკრატიული საღამოები ან დღისით კონცერტები ჩაგვეტარებინოს პარლამენტში.
ნამდვილად ვისურვებდი ამას, ეს ძალიან კარგი იდეა არის. ვინც გამაკრიტიკა, მას კიდევ ერთხელ ვეტყვი, სადაც მუსიკა და ხელოვნება არის, იქ პოლიტიკაც ბევრად უფრო კრეატიულია.
განაცხადა პიანისტმა და ქართული ოცნების დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ მეტრონომთან ინტერვიუში.