logo
ENG


სარჯველაძე: კაცთმოძულეობის ხელისუფლება იყო ენმ, კაცთმოყვარეობის ხელისუფლებაა 2012 წლიდან
  • 951ნახვები

იოტისოდენა წარმატებას არ დავუკარგავ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაადამიანური მიდგომები გაამართლო. კაცთმოძულეობის ხელისუფლება იყო ხელისუფლება, რომელიც ნაცმოძრაობა იყო, კაცთმოყვარეობის ხელისუფლებაა 2012 წლიდან. ეს არის თვისობრივი განსხვავება.

პრიორიტეტები განსაზღვრავს ყველაფერს, თორემ, რასაკვირველია, წარმატება და წარუმატებლობა ყველას აქვს. მთავარია, საით მიდის სახელმწიფო, საით ვითარდება საზოგადოება. ამ თვალსაზრისით, ღირებულებების სისტემაში ადამიანს რა ადგილიც ეკავა მაშინ და ახლა, ეს თვისობრივად განსხვავებულია. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა მიხეილ სარჯველაძემ პალიტრანიუსის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა