logo
ENG


კრამერი: ოცნებას უნდა ესმოდეს, ელჩზე თავდასხმით თავს ესხმიან აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავრობას
  • 643ნახვები

ქართული ოცნების წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც ისინი თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, ისინი ესხმიან თავს ამერიკის პრეზიდენტსა და ამერიკის მთელი მთავრობის წარმომადგენელს.

ელჩი საუბრობს კრიტიკულად, როგორც საქართველოს მეგობარი, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს ამერიკის მთავრობას. ქართულმა ოცნებამ კი მისი კრიტიკისა და მასზე თავდასხმის ნაცვლად, მკაფიოდ უნდა დაინახოს, ვინაა მისი მტერი. ეს ნამდვილად არ არის ამერიკა ან მისი ელჩი.

ამბობს ამერიკის ხმასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ქართული ოცნების წევრებისა და ოცნებიდან ფორმალურად გასული დეპუტატების მხრიდან აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა