logo
ENG


გვარამია: ქართული ოცნება გახდა გოიმობა, მისი დაცინვა არის ტრენდი
  • 791ნახვები

საქართველოს ხელისუფლება არის დეგრადაციის ბოლო საფეხურზე. დეგრადაციის ბოლო საფეხური არ არის, როდესაც სძულხართ, ეზიზღებით. დეგრადაციის ბოლო საფეხურია, როცა დაგცინიან. როცა მოდური ხდება შენი ქილიკი და დაცინვა. მაგიური ქართული სიტყვაა გოიმობა. ქართული ოცნება გახდა გოიმობა. მე საერთოდ არ მომწონს, რომ ეგრეა, მაგრამ მაგიური სიტყვაა ქართველებისთვის. ქართული ოცნება არის გოიმობა. მისი დაცინვა არის ტრენდი და აქ მთავრდება ყოველთვის ყველა ხელისუფლება. ქართული ოცნება გოიმობა და დასაცინი არის საერთაშორისო აქტორების მიერაც. ასეთი არცერთ ხელისუფლებს არ მოსვლია, ნამდვილად. საერთაშორისო აქტორები ყოფილან გაბრაზებულები, გაცეცხლებულები შევარდნაძეზეც და სააკაშვილზეც - ყველაზე, მაგრამ პირდაპირ, დაუფარავად საჯაროდ დამცინავი არასდროს ყოფილან.

 

თქვა მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა