ჩვენ ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო მათ შორის იმის გამო, რომ ევროკავშირში განაცხადი გვქონდა გაკეთებული და მიმდინარე პროცესი იყო. თუმცა დღეს როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს.
ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კარლ ჰარცელმა ევროკავშირის წარმომადგენლის რანგში ოთხწლიანი მისია დაასრულა.