logo
ENG


თალაკვაძე: აშშ-ის ხელისუფლებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა არასოდეს ყოფილა
  • 622ნახვები

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აშშ-ის ხელისუფლებაზე ან მის რომელიმე წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან არასოდეს არანაირი თავდასხმა არ ყოფილა და ასეთი გამორიცხულია მომავალშიც. აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ გვაქვს ათწლეულების განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობები და ეს ჩვენთვის ძალიან ფასეულია. თუ ჩვენ თავდასხმები ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და ამას არაერთი შეფასება მოჰყვა.

ამბობს ქართული ოცნების წევრი არჩილ თალაკვაძე. 

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შეურაცხყოფებსა და თავდასხმებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებები არ შეესაბამება პარტნიორების მუშაობას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა