logo
ENG


კობახიძე: ჰარცელი საქართველოს არ უყურებდა, როგორც ბოლომდე სუვერენულ სახელმწიფოს
  • 360ნახვები

[ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას] კითხვები დაისვა [ევროკავშირის] ელჩთან დაკავშირებით. იცით, რომ მეც გავაკეთე განცხადება და ჩვენ უარყოფითად შევაფასეთ მისი რამდენიმეწლიანი საქმიანობა საქართველოში, რისთვისაც გვაქვს ძალიან მყარი საფუძველი...

აქ ერთი რამეც ითქვა, რომ უმჯობესია პოლიტიკოსების მიმართ იყოს გამოთქმული კრიტიკა, ვიდრე დიპლომატების მიმართო და სწორედ ამაზე გვქონდა ჩვენ პასუხი. სწორედ იმის გამო, რომ ეს ადამიანი, კარლ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ როგორც პოლიტიკოსი, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი მისი საქმიანობის შეფასება ისე, როგორც შევაფასეთ. რაც შეეხება ევროკავშირს და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებში მან, სამწუხაროდ, ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან გულსატკენი.

უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, დეტალებში არ მინდა შესვლა. შეგვიძლია პერიოდები გავიხსენოთ, რომელიც უკავშირდებოდა 8 მარტის შეთანხმების შემდგომ კვირებს, სადაც მას ჰქონდა ისეთი პოზიცია რაღაც თემასთან დაკავშირებით, რომელიც იყო სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი. მეორე: 19 აპრილის შეთანხმება როცა განიხილებოდა, იქ მოლაპარაკებების დროს, გარკვეულ თემებზე მას ჰქონდა ისეთი პოზიცია, რომელიც იყო სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი და ამის შემდეგაც იყო გარკვეული ეპიზოდები, სადაც ასეთი დამოკიდებულება ჩვენ დავინახეთ.

დავინახეთ დამოკიდებულება, სადაც ის საქართველოს არ უყურებდა ბოლომდე როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. უყურებდა, როგორც არასუვერენულ ქვეყანას. საჯაროდაც უამრავი განცხადება იყო, რაც, რა თქმა უნდა, შეგვიძლია უარყოფითად შევაფასოთ და შეგვიფასებია კიდეც, მაგრამ კულისებში ხდებოდა იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ და ეს დამოკიდებულება იყო ძალიან საწყენი. საწყენი იმიტომ რომ რადგან საქართველო ყველას მხრიდან და განსაკუთრებით დიპლომატების მხრიდან უნდა იყოს დანახული, როგორც სუვერენული სახელმწიფო.

იმედის ეთერში განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

20 ივლისს კობახიძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

პარტიის თავმჯდომარის შემდეგ ელჩთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის კომენტარები ოცნების სხვა წევრებმაც გააკეთეს, მათ შორის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა