logo
ENG


ნოდია: ჩემგან "დაჩაგრულმა" სტუდენტმა მომწერა, მთავრობაში მყავს ახლობლები და მოგხედავენო
გია ნოდია
22 ივლ, 2022 13:23
ნოდია: ჩემგან "დაჩაგრულმა" სტუდენტმა მომწერა, მთავრობაში მყავს ახლობლები და მოგხედავენო
  • 854ნახვები

საგამოცდო პერიოდში პროფესორები ვწუწუნებთ ხოლმე, რომ სტუდენტების (ცხადია, მათი მცირე ნაწილის) ზეწოლის ქვეშ ვართ: ზოგი ენერგიულად და სხვადასხვა არგუმენტით გვარწმუნებს, რატომ უნდა დავუწეროთ იმაზე მაღალი შეფასება, ვიდრე ვუწერთ. მეც ცხადია ამ დღეში ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ სამსახურის ნაწილია, ასე რომ ამაზე დიდად არ დამიჩივლია (მხოლოდ სხვებს ვულაიქებდი). მედგრად ვუძლებ, ისევე, როგორც ივლისის სიცხეს, ბენზინზე ფასების ზრდას, ირაკლი კობახიძის განცხადებებს და სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

მაგრამ ამ დღეებში ახალი თემა დაემატა ზეწოლის მექანიზმებს: ერთ-ერთმა ჩემგან "დაჩაგრულმა" სტუდენტმა მომწერა, რომ მთავრობაში ჰყავს ახლობლები და ისინი მოგხედავენო. კოლეგებს ვეკითხები, გქონიათ ასეთი გამოცდილება თუ ეს თქვენთვისაც უჩვეულოა? მაინტერესებს, ტრენდში ვზივარ თუ არა.

 

საკუთარ Facebook გვერდზე წერს პოლიტოლოგი და პროფესორი გია ნოდია. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა