logo
ENG


გოგაშვილი: ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება
  • 1235ნახვები

დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე.

ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. მქონდა სამი არჩევანი:

1. სამსახურიდან წამოსვლა 2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა 3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება, რომელიც, ხვდებით, რომ ავირჩიე და ამიტომ ვზივარ აქ.

ვინც მე მაკრიტიკებთ, თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია, ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლას.

განცხადება სოსო გოგაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. სუს-ის უფროსისი ყოფილი მოადგილე 16 ივლისს სპეცოპერაციის გზით დააკავეს. 21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემული მასალები, რომლებშიც ქართული ოცნების მიერ არჩევნების გაყალბების სქემებია ასახული. 



ასევე ნახეთ
close დახურვა