logo
ENG


იუკნევიჩიენე: ოცნებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, დაიცვან ივანიშვილი, ვიდრე საკუთარი ქვეყანა
  • 878ნახვები

მე პირადად შოკირებული ვიყავი, როცა ვნახე ეს [ღარიბაშვილის] წერილი. როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, დაიცვან ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე საკუთარი ქვეყანა, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. როგორც ვხედავთ, გასული ევროსაბჭოს შეხვედრის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ ვერ ისწავლა გაკვეთილები - ოლიგარქიული მმართველობა არის ის ფაქტორი, რომელიც საქართველოს აფერხებს ევროკავშირის სტატუსის მიღებისგან. მათ არ ესმით, რას ნიშნავს ეს დემოკრატიისთვის.

ის, რომ მოითხოვეს რეზოლუციის შეცვლა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, ეს წარმოუდგენელია, ეს შეუძლებელია. ეს რეზოლუცია მიღებულია. ჩვენ დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება ვართ და ამ რეზოლუციაში ჩვენი ნებაა გამოხატული.

ამბობს მთავარ არხთან ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე. [მთავარი არხის სინქრონული თარგმანი]

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა დონ დერ ლაიენს ივანიშვილის დასაცავად წერილი 18 ივლისს მისწერა.



ასევე ნახეთ
close დახურვა