logo
ENG


ზელენსკი: რაც უფრო მალე გავძლიერდებით, მით უფრო მალე გვექნება სამართლიანი მშვიდობა
  • 311ნახვები

დღეს ჩემმა 18-მა კოლეგამ გააკეთა კომენტარი უკრაინის "გამარჯვების გეგმაზე". მადლობელი ვარ იმისთვის, რომ საშუალება მქონდა დახურულ ფორმატში მესაუბრა პარტნიორებთან. უმრავლესობამ მხარდაჭერა გამოხატა ამ გეგმის მიმართ. რაც შეეხება სხვა წევრებს, მათთანაც მქონდა კომუნიკაცია მშვიდობის გეგმაზე. 

პოლიტიკური ნება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი [უკრაინის] გაძლიერებისთვის. მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინას ომის დაწყების პირველივე დღიდან. მაგრამ მათზეა დამოკიდებული გავძლიერდებით თუ არა შორ მანძილზე მოქმედი იარაღით. 

არ ვიცი, ომი როდის დასრულდება, მაგრამ რაც უფრო მალე გავძლიერდებით, მით უფრო მალე გვექნება სამართლიანი მშვიდობაც. 

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, რუსეთს აქვს დანაკარგები, იმის გამო რომ საზოგადოება ეწინააღმდეგება მობილიზაციას, რუსეთი ცდილობს ომში სხვებიც ჩართოს. ჩვენი [უკრაინის] დაზვერვის მონაცემებით 10000 ჩრდილო კორეელ ჯარისკაცს ამზადებენ, რომ გამოგზავნონ ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ ვესაუბრე ამერიკელებს, ევროპელ ლიდერებს, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, როცა რუსეთის გარდა მეორე ქვეყანა ერთვება ომში და ეს, ასევე, არის პირველი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომისკენ. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ისაუბრა. მან უკრაინის ომში "გამარჯვების გეგმა" ევროპარლამენტარებს  წარუდგინა, რომელთა უმრავლესობაც აღნიშნულ გეგმას მხარს უჭერს.

ზელენსკის მიერ შედგენილ ხუთპუნქტიან "გამარჯვების გეგმას" 3 საიდუმლო დანართი აქვს, რომელიც მან პარტნიორებს დახურულ ფორმატში გააცნო.



ასევე ნახეთ
close დახურვა