logo
ENG


უიტმორი: "ომის პარტიის" სლოგანის გამოყენება ყურადღების გადატანაა - ომის პარტია მოსკოვშია
  • 272ნახვები

ფიქრობ, ქართველები ბუნებრივად შეშფოთებულნი არიან ომით, ისევე, როგორც ყველა, ამ რეგიონში რუსეთის აგრესიის გამო. ომი ყველას აწუხებს. მაგრამ ვიცი, რომ ქართულ ოცნებას მოსწონს ამ სლოგანის გამოყენება და ოპონენტების დადანაშაულება, მათთვის "ომის პარტიის" დაძახება. ომის პარტია არსებობს და ის მოსკოვშია. მგონი ჩვენ ეს ყველამ ვიცით. ვფიქრობ, ქართული ოცნება ახლა ამ ნარატივით რასაც აკეთებს, არის ძალიან არაგულწრფელი და მზაკვრული, მაგრამ ეს ასევე ძალიან ჭკვიანური და ეფექტური მოტყუების ოპერაციაა, ეს ყურადღების გადატანის ოპერაციაა.

ეს ისაა, რასაც რუსები "მასკიროვკას" [შენიღბვას] უწოდებენ, რაშიც მოსკოვი და მისი მოკავშირეები ძალიან კარგები არიან. თუ გსურთ გაიგოთ რას აკეთებენ რუსები, მოუსმინეთ, რაში ადანაშაულებს რუსეთი სხვებს, რადგან ეს, როგორც წესი, სწორედ ასე მუშაობს. ამ "ომის პარტიის" სლოგანის გამოყენება არის ყურადღების გადატანა. ვშიშობ, ეს გარკვეულწილად ეფექტიანი იქნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ესაა ძალიან ღრმად არაგულწრფელი და ღრმად უპატიოსნო რამ. მაგრამ, სამწუხაროდ, შესაძლოა ძალიან, ძალიან ეფექტიანიც.

განაცხადა ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა