logo
ENG


მელია: ოცნების თავმჯდომარემ თავად დაკარგა სახე
ნიკა მელია
25 ივლ, 2022 23:29
მელია: ოცნების თავმჯდომარემ თავად დაკარგა სახე
  • 861ნახვები

ქართული ოცნების თავმჯდომარემ რომ თავად დაკარგა სახე, ეს ყველამ ერთად ვნახეთ. მთელ ამ ისტერიაში არსებითი ორი რამ არის. ერთი ის რომ იგი თავს ესხმის ჟურნალისტს უმძიმესი ფორმითა და სტილით, რაც წარმოაჩენს მის ძალიან არასახარბიელო მდგომარეობას. და მეორე, იგი აცხადებს რომ დავით არახამიას თავად უკრაინელები დაასანქცირებენ, იმის გამო, რა დღეშიც ჩააგდო უკრაინა და უკრაინელები..

არახამია და უკრაინა ისევ ომის დაწყებაში დაადანაშაულა. მაგრამ რა გასაკვირია ეს იმ პარტიის ლიდერისგან, რომელიც ამ ბინძურ ნარატივს თავის დროზე საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იყენებდა?!

ირაკლი, პრორუსობა და კაგებეს საქმის კეთება მეტი კი არაფერია! დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურე ის, რაც ზოგმა დიდი ხანია და ზოგმა შედარებით ნაკლები, მაგრამ ყველამ უკვე კარგად ვიცით!

აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.

დღეს, 25 ივლისს, ირაკლი კობახიძეს მთავარი არხის ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც კობახიძემ ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს - "გულისამრევი" და "სამარცხვინო".



ასევე ნახეთ
close დახურვა