logo
ENG


თალაკვაძე: წერილი მიუთითებს, როგორი პატრიოტია ბატონი ბიძინა ივანიშვილი
  • 849ნახვები

ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და როგორი პატრიოტია თავის ქვეყნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის ძალიან გამჭვირვალედ და პირდაპირ ამბობს სიმართლეს, ეს ყოველთვის იყო მისი ხელწერა, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როდესაც პოლიტიკიდან გასულია, მისი ხელწერა არის იგივე. ის თავის საზოგადოებას სიმართლეს ეუბნება. დღეს, თუნდაც უბრალო და პატარა სიმართლეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საზოგადოება არის ახლა ინფორმირებული, დღეს უკეთ ერკვევა პოლიტიკაში, ხედავს, თუ რა არის მშვიდობის ფასი, ხედავს, რა არის დემოკრატიული ინსტიტუტების ფასი და ხედავს, თუ რას ნიშნავს, როდესაც კერპთაყვანისმცემლობით კი არ იმართება ქვეყანა, არამედ იმართება ისე, როგორი კონცეფციაც დაამკვიდრა ქართულმა ოცნებამ.

მე რომ მკითხოთ და მოქალაქეებსაც ჰკითხეთ, სინამდვილეში ამ წერილმა დაადასტურა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად დისტანცირებულია პოლიტიკიდან, იმიტომ, რომ ის ამ წერილში პირდაპირ ამბობს, რა არის მისი დამოკიდებულება და პირდაპირ პასუხობს კითხვებს.

თქვა პალიტრანიუსის ეთერში ქართული ოცნების წევრმა არჩილ თალაკვაძემ. დღეს, 27 ივლისს ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებს, რომ ომის დაწყების შემდეგ დეგნანს შეხვდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა