ეს არის ამ უბინძურესი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობის კამპანიის გაგრძელება. პირდაპირ საქართველოს ინტერესების მტრობა ჰქვია ამ ბოდვას, რომელსაც პერსონალურად ივანიშვილი და მისი გარემოცვა ავრცელებს ბოლო თვეებია.
ზოგადად კი წლებია, თავისუფლების იდეის დემონიზებას აკეთებს, თავისუფლებისა და თავისუფალი სამყაროსი, პუტინისტური პროპაგანდის პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერით. მაგრამ, ბოლო თვეებია ეს გადავიდა იმ ზღვარზე, რომ უტიფრად, ასეთ ბოდვაში ვართ, რომ ეს კაცი და მისი გარემოცვა სერიოზულად გვთავაზობს ამ ფორმულას, რომ აშშ ჩვენ გვმტრობდა და ივანიშვილის გამბედაობამ გადაგვარჩინა და ამიტომ ის ისჯება. ამ ბოდვას ყველა მოქალაქემ მარტო ერთი შეფასება უნდა მისცეს - ეს ადამიანი საშიშია ყოველდღე, სანამ ის საქართველოს მართავს.
აცხადებს პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის წერილზე.
დღეს გამოქვეყნებულ წერილში, ივანიშვილმა პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა, მმართველი გუნდი ომის საფრთხის გადალახვის გამო შეაქო და მოუწოდა, სტრატეგიულ პარტნიორებთან მუშაობას მეტი ყურადღება დაუთმონ. ამავე წერილში, ივანიშვილმა დაადასტურა, რომ 21 მარტს აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.