logo
ENG


თალაკვაძე მედვედევის პოსტზე: საქართველოს ისტორიას ვერ გადაწერს ვერავინ
  • 857ნახვები

საქართველოს არსებობის 5 000  წლიანი ისტორია აქვს და საქართველოს ისტორიას ვერ გადაწერს ვერავინ, ეს უნდა ითქვა ცალსახად. ეს განცხადება თუ შემდეგ გაკეთებული განმარტებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა რთულ კორიდორში და რა ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა ამ რთულ რეგიონში, საფრთხეებითა და გამოწვევებით სავსე დროში, როდესაც ყველა მხრიდან საქართველოს მშვიდობას კონკრეტული საფრთხეები ემუქრება, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს უკანონო ოკუპაციას. ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობიანი გზით ბრძოლას საერთაშორისო პრინციპების დაცვით, რომ შევძლოთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დაცვა. ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების, ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა.

 

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე დმიტრი მედვედევის პოსტს, რუსულ სოციალურ ქსელ VKontakte-ში, იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს და რომ 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა და ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში შეიქმნა. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა