ეს ადამიანი არის პირდაპირ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და მეტიც, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ის იყო პირდაპირ ჩართული კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა მაგალითად მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება, ე.წ ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნის წამოყენება. ცდილობს პოლიტიკოსობას, რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს. საბოლოო ჯამში, თუ არ ვცდები 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად, არაფორმალურად დღესაც აქვს - ცდილობს იყოს პოლიტიკოსი და გახდება ალბათ დეკემბერში, ამაში დარწმუნებული ვართ
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე საუბრისას.