logo
ENG


გეგელია: კობახიძე ოფიციალურად ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეა - რუსებს შემოჭრის საბაბი მისცა
  • 613ნახვები

ირაკლი კობახიძე უკვე ოფიციალურად გახდა ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძე. ჯერ კიდევ მარტში და ახლა უკვე დღეს, კობახიძემ რუსებს საქართველოში შესაძლო შემოჭრის პირდაპირი საბაბი მისცა, როდესაც თქვა, რომ საქართველოში რუსები ეთნიური ნიშნით იდევნებიან. ამაზე მეტი საბაბი რუსეთს არცერთი სამხედრო შეჭრის დროს არ დასჭირვებია.

კობახიძემ გაიმეორა და გაამყარა სწორედ ის რიტორიკა, რომელსაც კრემლი 2008 წელს საქართველოში და 2022 წელს უკრაინაში შეჭრის წინ იყენებდა არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის გასამართლებლად. კობახიძის დანაშაული ორმაგად მძიმეა, რადგან მან შესანიშნავად იცის რას აკეთებს. ეს არც უნებლიე შეცდომაა და არც საკითხის გაუაზრებლობა. ეს არის კრემლის სცენარის გააზრებული გატარება ქართული ოცნების ხელით.

ქართული ოცნება თავისი პარტიულ-პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად მშვიდობისმყოფელ ადამიანებს ომის სურვილში ადანაშაულებს, სინამდვილეში კი თვითონ თესავს სამოქალაქო შუღლს, აღრმავებს პოლარიზაციას, ადამიანებს აპირისპირებს ერთმანეთთან და ახლა უკვე რუსეთის არმიას მოუძღვის. ამ ყველაფრისთვის ქართული ოცნება უმძიმეს ფასს გადაიხდის.

ინტერპრესნიუსის ცნობით განაცხადა პარტია ლელო საქართველოსთვის წევრმა გრიგოლ გეგელიამ. 

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხი ლელომ დააყენა. ამ მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა, რომელსაც რამდენიმე საათში 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს, ვიზების შემოღების მოთხოვნის ერთადერთი მიზანი კი საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩართვაა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა